რეზონანსი
(24.06.2024)

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე აღნიშნა, თუ რა საკითხებია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში და მან საქართველოს საკითხზეც ისაუბრა:

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ბოლო მოვლენების მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება. ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე