რეზონანსი
(23.06.2024)

თბილისის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. უხერხულობა და უდიდესი დისკომფორტი წესით რამდენიმე დღეში მოიხსნება - მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან დაზიანებული წყალსადენი სრულად აღდგება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ცდილობს რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მაგისტრალი სასმელი წყლით ამარაგებს მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს.

წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე გადის, რის გამოც სამუშაოები რთულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე