რეზონანსი
(23.06.2024)

საქართველო რუსული გაზის ტყვეობაშია. ოფიციალური სტატისტიკით არის დადგენილი, რომ ოკუპანტ ქვეყანზე სულ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული. მონაცემები საგანგაშოა. თუ ჯერ კიდევ 2020 წელს რუსული გაზის წილი 2-დან 3 პროცენტი იყო, დღეს თითქმის 17-მდე ავედით.
რუსული გაზის იმპორტი იზრდება, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე. ჩნდება კითხვა - რატომ თუ ვიცით, რომ ბაქოდან შემოტანილი გაზი იაფიც გვიჯდება და რისკებიც ნაკლები ახლავს თან. საგულისხმოა ერთი დეტალიც: რუსულ გაზს მთელი ევროპა თავიდან იცილებს და ბოიკოტს ყველაზე ერთგული კლიენტებიც კი აცხადებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



