რეზონანსი
(23.06.2024)

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამავე ცნიბებით, შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, არის დაჭრილიც.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ავტომობილებით მიმალვა შეძლეს.

ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.გარდა ამისა, მახაჩყალაში უცნობი პირები პოლიციის საგუშაგოს დაესხნენ თავს.

დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, არიან დაშავებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე