რეზონანსი
(23.06.2024)

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ.

გენშტაბში განმარტავენ, რომ საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.

„სამიზნე წარმატებით განადგურდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე