რეზონანსი
(22.06.2024)

უკვე მეოთხე დღე მთავრდება, რაც პროფესორი გიორგი გახელაძე გაუჩინარდა. ძებნა დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს. მისი მეუღლე ირმა მალაციძე მორიგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„დღეს დილით ძალიან იმედიანად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სამი ღამეა, თითქმის არ მძინებია, ენერგიულად შემართებით გავედი სახლიდან, წერეთლისკენ. რამდენიმე ლოკაციიდან შემოსული ინფორმაცია იყო გადასამოწმებლი. წერეთელზე რაც მოხდა, კი იცით უკვე. ეს ცრუ სიხარული ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ცოტა ხანში ყველაზე მწარე გამოცდილება აღმოჩნდა. ღამდება მეოთხე დღე და იმედის ნატამალი აღარ დამრჩა, რომ გიოს ცოცხალს ვნახავ!

კოშმარულ სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენდი, ის ხდება ჩემს თავს!

გიოს ვკარგავ და ვიწყებ ფიქრს, როგორ გავაგრძელო სიცოცხლე!“ - დაწერა ირმა მალაციძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე