რეზონანსი
(22.06.2024)

ძალიან კარგი შეთამაშებული გუნდია, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ, - ასე შეაფასა ჩეხეთის ნაკრები საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩეხეთის ნაკრები ცდილობდა ბევრი ჩაწოდება განეხორციელებინა ჩვენს საჯარიმოში. ჩვენ ეს ვიცოდით, თითოეული ფეხბურთელი შესწავლილი გვყავდა. ჩეხეთის ნაკრებს მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და მათ წარმატებებს ვუსურვებ", - აღნიშნა მამარდაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



