რეზონანსი
(22.06.2024)

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია.
Sofascore-ის მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9.7 ქულა აქვს.

მამარდაშვილის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები გიორგი მიქაუტაძეს და ანზორ მექვაბიშვილს აქვს.
Sofascore-მა მათი თამაში 7.3-ით შეაფასა. „ნაპოლის" თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას 6.6 ქულა აქვს.
ეურო 2024-ზე, რიგი მეორე თამაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ დაასრულა. გოლი ჩეხეთის კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



