რეზონანსი
(22.06.2024)

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა.

ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს.

შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე" მიმდინარეობდა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე