
მესამე დღეა თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა ამ დრომდე დაკარგულის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. როგორც გახელაძის მეუღლე ამბობს, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.
გიორგი გახელაძის ძმა, ლევან გახელაძე კი ამბობს, რომ 12:30 საათზე გიორგი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი აფთიაქში შევიდა, სადაც მან ასპირინი იყიდა, შემდეგ კი იმავე ტერიტორიაზე მაღაზიაში სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი შეიძინა, ამის შემდეგ ის ვაკის პარკში შევიდა. ვაკის პარკში ამავე პერიოდში გამოირთო ტერიტორიაზე დამონტაჟებული 120 ვიდეოკამერა და სწორედ ამის შემდეგ ქრება პროფესორ გახელაძის კვალი. ახლა პოლიცია სწორედ ამ კამერების 3 საათიდან 10 საათამდე შუალედში არსებული ჩანაწერების გაშიფვრას ცდილობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



