რეზონანსი
(21.06.2024)

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.

„საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა", - განაცხადა თვითმხილველმა.

წყარო: ინფო იმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე