რეზონანსი
(21.06.2024)

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობა კრიტიკულად მძიმეა და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც თვითმხილველისგან ირკვევა, დაშავებული 20-დან 25 წლამდე ბიჭია.

„ხალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. არ ვიცი ჩახტა თუ ჩავარდა, ვერ გეტყვით ზუსტად. სასწრაფო მალევე მოვიდა და ამოიყვანეს. ვიცი, რომ ცოცხალია", - განაცხადა თვითმხილველმა „რუსთავი 2"-თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე