რეზონანსი
(21.06.2024)

მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო მოძრაობაში დაადასტურეს.

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში, სადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" ლიანდაგებში კაცის ჩავარდნის გამო იყო შეჩერებული. მგზავრი შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ატარებდნენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე