
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა კანადაში მიღებულ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ არ გვინდა ის მიდგომა, რომ ვიღაცისთვის ეს დასაშვები ყოფილა და საქართველოსთვის არის მიუღებელი ის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენს იღებს უცხოურ დაფინანსებას და რისთვის ხარჯავს. ქვეყნებს, მათ შორის, ვინც გვაკრიტიკებენ და მოგვიწოდებენ, რომ აღნიშნული კანონი თურმე არის მიუღებელი, საკუთარ ქვეყნებში ან უკვე მიღებული აქვთ, ან ახლა იღებენ ამ კანონს”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



