რეზონანსი
(20.06.2024)

უკვე მესამე დღეა, ოჯახი და პოლიცია 17 წლის გოგონას ეძებს. ლიზი გიორგაძე ქობულეთში იმყოფებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის დედაქალაქისკენ წამოვიდა.
„დაიკარგა 17 წლის ლიზი გიორგაძე, ვეძებთ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. თუკი ვინმეს ეცნობა ან რაიმე ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მარშrუტით იმგზავრა მასთან ერთად ქობულეთიდან თბილისამდე, ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მცირედიც კი დიდი იმედია ოჯახისთვის...
წინასწარ ყველას დიდი მადლობა, გთხოვთ გადააზიაროთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ნახოს...“ - წერს სოციალურ ქსელში მაია მიქელაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



