
ჰაჯის დროს მექაში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Agence France-Presse საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა დაურეგისტრირებელი მომლოცველია. უმრავლესობის გარდაცვალების მიზეზი სიცხე გახდა.
ჰაჯი 14 ივნისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, რიტუალში მონაწილეობა 1,8 მილიონმა მომლოცველმა მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მექაში +50 გრადუსს აღემატებოდა.
მომლოცველების მასობრივი გარდაცვალება მექაში პრაქტიკულად ყოველწლიური მოვლენაა. სიცხესთან ერთად სავალალო შედეგს ხშირად ჭყლეტა იწვევს. გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა - მაშინ ჭყლეტას 2,1 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



