რეზონანსი
(20.06.2024)

რუსთავში, მოძრავი ავტომობილიდან გოგო გადმოხტა. იგი ავტომობილში ოჯახის წევრებთან ერთად იჯდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

როფორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების  გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. 

მისი თქმით, გოგოს დაზიანებები აქვს თავისა და ზედა კიდურების არეში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე