რეზონანსი
(19.06.2024)

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შეეხო იმ მომენტსაც, როდესაც მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო წუთებში მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, რის შემდეგაც თურქებმა ცარიელ კარში გოლი გაგვიტანეს.

„იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ბოლო წუთზე მამარდაშვილი საჯარიმოში რატომ ჩავიდა? იმიტომ, რომ არ გვინდოდა წაგვეგო და გვსურდა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. ვფიქრობ, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით. ეს ტურნირი დაგვეხმარება, რომ მომავალში კიდევ უფრო გავიზარდოთ. ახლა ჩეხეთთან მატჩისთვის ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მჯერა, რომ ისევ მოვახერხეთ ამ დონეზე თამაშს“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე