რეზონანსი
(19.06.2024)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების თამაშს ეხმიანება:
„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“ - წერს კობახიძე.
საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



