რეზონანსი
(16.06.2024)

თბილისში, ვაკის რაიონში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა და მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალებს "რუსთავი2" არკვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე