რეზონანსი
(16.06.2024)

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა რამდენიმე თემისა და ქალაქ ცაგერის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხილის ბაღები, ნათესები, ნარგავები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა სასოფლო გზები.
სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



