
დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარებების გამოყოფის საქმეებს გამოიძიებს. ამის შესახებ მან ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტს ტრამპმა პოლიტიკოსებს შორის საუკეთესო ვაჭარი უწოდა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტების შემდეგ კიევში მილიარდებით ბრუნდება.
„იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ, ზელენსკი შესაძლოა საუკეთესო ვაჭარი იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდით ბრუნდება. სახლში მიდის და აცხადებს, რომ კიდევ 60 მილიარდი სჭირდება. ეს არასდროს სრულდება. მე ამ საკითხს პირველ რიგში მოვაგვარებ, როდესაც თეთრ სახლში არჩეულ პრეზიდენტად შევალ", - განაცხადა ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



