რეზონანსი
(16.06.2024)

დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)",- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე