რეზონანსი
(16.06.2024)

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა ერთდროულად რამდენიმე სოფელში ლასურიაში, ილამიერში, ჩხუტელში, ლაჯანაში და დეხვირში მოვიდა.

მათივე თქმით, სეტყვა დილით იყო. ვენახებისა და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე