რეზონანსი
(16.06.2024)

ყველა ჩვენგანი მზად არის, ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არის წინაპირობა, რომ დავეხმაროთ უკრაინას ასეთ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევაში. არის მხოლოდ ერთი აგრესორი და მსხვერპლი; მეორე, მკაფიოდ უნდა ვახსენო კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ ამ ოთახში არავინ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას სურს მდგრადი მშვიდობა, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს და აღადგენს უკრაინას მისი სუვერენიტეტის ფარგლებში“, - აღნიშნა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე