რეზონანსი
(16.06.2024)

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ზე წერს.

„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს“, - წერს კაია კალასი.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე