რეზონანსი
(16.06.2024)

მომდევნო კვირიდან ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობასა ვიწყებთ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, გვირაბის მშენებლობა 8 თვეში დასრულდება.

„ამ გვირაბის სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2-3 წუთში, შესაძლებელი იქნება ქავთარაძის ქუჩაზე და შემდგომ ვაჟა-ფშაველაზე გადაადგილება. ეს იქნება დაახლოებით 8-თვიანი პროექტი. იანვრის თვეში გვირაბის სამუშაოები დასრულებული გვექნება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე