რეზონანსი
(15.06.2024)

როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგა, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტ მაია სანდუს მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„მივულოცე ქალბატონ პრეზიდენტს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე," - წერს ზურაბიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



