რეზონანსი
(14.06.2024)

უკრაინაში კიდევ 254 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი 221 დამცველის, ზაპოროჟიეს მიმართულებით 25 დაღუპული ჯარისკაცის და ლუგანსკის მიმართულებით დაღუპული 4 დამცველის რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნება.

ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში ცხედრები, იდენტიფიცირების შემდეგ, ოჯახებს გადაეცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე