რეზონანსი
(14.06.2024)

თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 62 წლამ­დე მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. მა­მა­კაცს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მოკ­ლუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. "ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 49 წლის მა­ნუ­ჩარ წიკ­ლა­უ­რია.

სა­მურ­ზა­ყა­ნოს ქუ­ჩა­ზე მა­ცხოვ­რებ­ლებს უჭირთ მომ­ხდა­რის მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი. ამ­ბო­ბენ, რომ მოკ­ლულ­სა და ბრალ­დე­ბულს მა­ნამ­დე კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.გ., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ივ­ნისს, ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1975 წელს და­ბა­დე­ბულ მ.წ.-ს ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე