რეზონანსი
(14.06.2024)

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, ე.წ. აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა  მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ „ფრესკოში“ მოხდა. ვიდეომასალაში, რომელიც აქტივისტმა თავად გაავრცელა, ისმის როგორ გაჰყვირის აქტივისტი და დეპუტატს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო განმარტებას დაჟინებით სთხოვს.

საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პაპაშვილს, სავარაუდოდ, ბექა ოდიშარიას პირადი მცველი გაუსწორდა.  მას ფიზიკურად დაზიანება მიაყენესდა ტანსაცმელიც შემოახიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე