რეზონანსი
(13.06.2024)

როგორც მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან პატივი სცენ სპორტს და სპორტსმენებს.

„ჩემი სპორტსმენობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ყურადღება გვაკლდა. არადა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია.

მე ვიცი როგორია სპორტსმენის შინაგანი განწყობა, მისთვის ყურადღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ დააფასონ სპორტი და სპორტსმენები,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე