რეზონანსი
(12.06.2024)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სიაში არ იქნება.

კითხვაზე თუ რატომ, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ".

„მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ," - განაცხადა ბატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე