რეზონანსი
(11.06.2024)

სასტიკად ნაცემი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის მამა, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი თბილისის ცენტრში მომხდარი ანგარიშსწორების უკან, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს: 

"ჯგრო... პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. 

ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი  ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე"- წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.

ზუკა ბერძენიშვილი სასტიკად რამდენიმე საათის წინ სცემეს.

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ზუკა ბერძენიშვილი იყო ნახსენები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე