
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს გაჯანსაღების კუთხით გადახედვა ნამდვილად სჭირდება.
მისივე შეფასებით, პარლამენტის წევრების კანონის მიღების გამო დასანქცირება გაუგებარია.
„როგორ შეიძლება, სხვა ქვეყნის მიერ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრები კანონის მიღების გამო რაიმე ფორმით დასანქცირდნენ? საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაჯანსაღების კუთხით გადახედვას ნამდვილად საჭიროებს, მაგრამ გაუგებარია, როცა მოსამართლეების დასანქცირებისას გვარები გასაჯაროვდა, ეს პრობლემა არ იყო და პარლამენტის წევრებთან მიმართებაში თითქოს ეს კანონით აკრძალულია. ეს ყველაფერი არასერიოზულია და კარგი არ არის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



