რეზონანსი
(09.06.2024)

ეგზიტპოლის თანახმად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, მიცოტაკისის პარტიამ ხმების 28-32% მიიღო.

მემარცხენე პარტია „სირიზა" მეორე ადგილზეა ხმების 15,2%-18,2%-ით. მესამე ადგილზე „სოციალისტური პარტია" გავიდა, რომელმაც ხმების 10,9%-დან 13,9%-მდე მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე