
ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებს ეტაპობრივად გაამკაცრებს. მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო ახლა უკან დასახევს გზას იტოვებს იმ იმედით, რომ "ქართული ოცნება" გონს მოეგება. თუმცა, დასავლეთი გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რა კანონებს მიიღებს და როგორ ჩაატარებს არჩევნებს.
ეს ანონიმური სანქციებით იწყება ანუ გაცხადება არის უკვე შემდეგი ეტაპი და ნელ-ნელა ხდება ესკალაცია, მაგრამ ყოველ ეტაპზე სივრცეს იტოვებენ იმისთვის, რომ იქნებ მოხდეს რეაგირება და შესაბამისად, უკან დახევის შესაძლებლობას იტოვებენ. ამიტომ, მე ამას ვხედავ როგორც ესკალაციის კიბეს, გააჩნია რა რეაქცია იქნება ხელისუფლების მხრიდან, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, როგორ კანონებს შემოიღებენ და რა თქმა უნდა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, - ამბობს საბანაძე.
ამერიკის შემდეგ "ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე უკვე ბრიტანეთიც ალაპარაკდა. წინ 26 ივნისი და ევროპული საბჭოს სამიტიაა, სადაც ასევე რუსული კანონის მიმღები საქართველოს ხელისუფლების შესახებ იმსჯელებენ. საქართველოში მოქმედი ევროპული ორგანიზაციები პარტნიორებს მოუწოდებენ, რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების წინააღმდეეგ სანქციები აამოქმედონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



