რეზონანსი
(08.06.2024)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს. ხაბეიშვილი პარტიაში, სავარაუდოდ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად დარჩება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



