
ბარსერლონაში ქართველი ქალის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ დაღუპული 32 წლის ნათია გულბანია და სასტიკი მკვლელობისთვის მისი ქმარია დაკავებული. თავდაპირველად ესპანელი სამართალდამცველები საქმეს სუიციდის მუხლით იძიებდნენ.
არსებობენ უშუალო თვითმხილველები რომლებმას დაინახეს როგორ გადმოაგდო კაცმა ქალი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან. დაკავებული ასევე საქართველოს მოქალაქეა. მან ქალს დაახლოებით 2 კვირის წინ სთხოვა ხელი და ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ეჭვმიტანილის დედაც იმავე სახლში ცხოვრობდა და როცა ტრაგედია დატრიალდა, ისინი ცდილობდნენ ყველაფერი თვითმკვლელობად გაესაღებინათ. თავიდან სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება, მაგრამ შემდეგ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე იგი გადაკვალიფიცირდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



