რეზონანსი
(07.06.2024)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე