რეზონანსი
(07.06.2024)

წუხელ ერევანი-სევანის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
სომხეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:14 საათზე მოხდა. ადგილზე 12 სახანძრო მანქანა, მაშველები და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.
აფეთქების მიზეზი უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



