რეზონანსი
(06.06.2024)

თელავში, ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი 50 წლამდე კაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წყარო :ipn
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



