რეზონანსი
(06.06.2024)

დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 3,9 შეადგინა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთით, სოფელ ცხმორთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 08:06 საათზე დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 4 ივნისს რაჭის რეგიონში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც შენობების დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე