რეზონანსი
(05.06.2024)

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მუდმივი ჩართულობის პროცესში ვართ მტრის დასამარცხებლად. ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან" ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე