რეზონანსი
(05.06.2024)

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის სოცქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ზე კი­დევ ერთხელ აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას.

სპორ­ტსმე­ნი ამ­ბობს, რომ როცა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, სწო­რი საქ­ცი­ე­ლია, რომ და­ა­ფიქ­სი­რო აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზე. მისი თქმით, დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო, როცა აქ­ცი­ე­ბის დროს წაქ­ცე­ულ ახალ­გაზ­რდებს ურტყამ­დნენ.

"გა­მოვ­ხა­ტე აზრი იმი­ტომ, რომ ეგრე მი­მაჩ­ნდა სწო­რად. მი­თუ­მე­ტეს, როცა ხე­დავ, ხალ­ხი ასე იჩაგ­რე­ბა, ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია მით უმე­ტეს, როცა ამას ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ.

ერ­თა­დერ­თი, რაც ამ დროს შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო, მით უმე­ტეს როცა ასე­თი სტა­ტუ­სი გაქვს, სპორ­ტსმე­ნი ხარ, ამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს, რა­ღაც გვერ­დში დგო­მა მა­ინც უნდა ანა­ხო იმ ხალ­ხს, რო­მე­ლიც და­ი­ჩაგ­რა.

ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ებს აწყობ­დნე­ნო. რაც არ უნდა პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყოს ვინ­მემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამ­დეს და წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს კიდე წიხ­ლე­ბით არ უნდა ურტყამ­დე. ზუს­ტად ეგ იყო ჩემს სტა­ტუს­ში, რაც დავ­წე­რე, მით უმე­ტეს ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან. ყო­ველ­თვის ვი­ძახ­დი, რომ რუ­სე­თი მტე­რია და ამას სულ ვი­ტყვი. დე­და­ჩე­მიც აფხა­ზე­თი­დან არის დევ­ნი­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეც და ისე­დაც. ვხე­დავთ ახლა უკ­რა­ი­ნა­ში რას აკე­თე­ბენ, ან ჩვენ­თან 2008 წელს რა გა­ა­კე­თეს. რუ­სე­თი ყვე­ლას­თვის მტე­რია" - ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ "ჯა­ფა­რას პოტ­კას­ტში".ასე­ვე გან­მარ­ტე­ბა, თუ რა­ტომ გა­ა­უქ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის შემ­დეგ.

"პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუ­ქი" გა­ვა­უქ­მე რად­გან, თა­მა­შე­ბის მერე შე­მო­სე­ვა იყო. კონ­ცენ­ტრა­ცია ამა­ზე მქონ­და და გო­ნე­ბა მე­ფან­ტე­ბო­და.... შემ­დეგ ისევ აღ­ვად­გი­ნე რად­გან და­მე­წე­რა ჩემი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც დავ­წე­რე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს­ვე გა­ვა­უქ­მე. ხალ­ხს ეგო­ნა, რომ ბო­ტე­ბის შე­მო­სე­ვის გამო გა­ვა­უქ­მე. ეს იმი­ტომ ვქე­ნი, რომ სიმ­შვი­დე მინ­დო­და, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­მეხ­დი­ნა გუნ­დზე" - ამ­ბობს ბუდუ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე