რეზონანსი
(04.06.2024)

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„დღეს დიდებული დღეა. „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი" უკვე მესამედ აპირებს მთავრობის ფორმირებას, მადლობელი ვართ ხალხის. ეს არის მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიის გამარჯვება. ეს არის კონსტიტუციისადმი ქვეყნის ერთგულების გამარჯვება", - აღნიშნა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



