რეზონანსი
(04.06.2024)

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო კონცერნ Rheinmetall-ისგან იმაზე მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას გეგმავს, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი.

გამოცემა Der Spiegel-ი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტისადმი მიწერილ წერილზე დაყრდნობით იუწყება, რომ იგეგმება უკვე დადებული 880 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტის გაფართოება კიდევ 200 000 155 მმ-იანი ჭურვის შესაძენად.

ასეთი ჭურვები ძირითადად განკუთვნილია Panzerhaubitze 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისთვის.

Der Spiegel-ის ცნობით, საბრძოლო მასალა საჭიროა ბუნდესვერის არსენალის შესავსებად და უკრაინის დასახმარებლად.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად Rheinmetall-ი ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, ქალაქ უნტერლუსში ახალ ქარხანას აშენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე