რეზონანსი
(04.06.2024)

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგელებს "ფსიქიკური პრობლემები" აქვთ. ხარშილაძის თქმით, დაანონსებული სანქციების მიუხედავად, ხელისუფლება ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა გზით ცდილობს. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ზონიდან გავიდნენ. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, რომ ის კაცი ვეღარ არის დალაგებული, ეს აბსოლუტური ფაქტია, 29 აპრილის სიტყვას თუ მოუსმენთ მისას და მერე წიგნები რომ დაურიგა და საგარეოში ცალკე  ბრიფინგები რომ აკეთეს „გლობალური ომის არტიაზე“ და მეორე, ყველა ფასით აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და გარეთ ძალიან კარგადაც იყურებიან, უბრალოდ, ეს არის ბოლო შანსი, ბოლო გზა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე