რეზონანსი
(03.06.2024)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების საკითხზე ისაუბრა.
„ბატონი შალვა პაპუაშვილი დღეს მოაწერს ხელს და კანონი ამოქმედდება. პირველი დეკლარაციის შევსება „ენჯეო“ სექტორს სექტემბრის თვეში მოუწევს და მაშინ ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდება.
გამოაშკარავდება ის, თუ რა იყო ამ ისტერიის საფუძველი, რაც უკვე ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში გრძელდება. საზოგადოება თავისი თვალით იხილავს იმ შავ-ბნელ საქმეებს, რაც არის დაფინანსებული რიგი „ენჯეოების“ მხრიდან“, - განუცხადა „ქრონიკას“ ლევან მაჭავარიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



