რეზონანსი
(02.06.2024)

თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში ოთხ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმედ არის დაშავებული.

ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, უკანონო დაშენება გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე